,,მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე”-დამარცხებული მე…

5927613219

სათაურმა არ დაგაბნიოს ჩემო მკითხველო…
,,მთავარია,მსახიობი არ გამოხვიდე”- ასე ჰქვია მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიულ წიგნს.
ალბათ იკითხავ რა შუაშია მისი ავტოგრაფია შენს დამარცხებასთანო?
ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ამ წიგნმა დამანახა, რომ ვიღაცები უფრო მეტად ძლიერები არიან, ვიდრე მე გამოვდექი.
სათაურის წაკითხვისთანავე გამეღიმა …
ის დრო გამახსენდა ჟურნალისტობაზე რომ ვოცნებობდი.
მთავარი იყო ჟურნალისტიკაზე არ მესწავლა და სხვა ყველა პროფესია მისაღები იყო გარშემო მყოფებისთვის. მიზეზი ამ შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: ჩემთვისაც ნორმალური ცხოვრება სურდათ, რომელსაც ჟურნალისტი ვერ ვეღირსებოდი, რადგან რთული პროფესიაა.
სათაურმა მაიძულა წამეკითხა ეს წიგნი.
მოგეხსენებათ, სწორად შერჩეული სათაური ნახევარი საქმეა.
წიგნის მთავარი ღირსება ისაა, რომ უდიდესი თავმდაბლობითა და მკითხველის მიმართ მოწიწებით არის დაწერილი. საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი სრულიად გულწრფელად ყვება თავის ბავშვობაზე, პირველ ნაბიჯებზე კარიერაში, წარმატებული ემიგრანტობის მძიმე ხვედრზე.
წიგნი ერთგვარი საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს უბრალო, პატარა, ნიჭიერი ბიჭის დიდ მსახიობად ქცევაში.თითოეული ადამიანის ღვაწლი აღნიშნულია.
ალბათ მკითხველისთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ის, რომ თითოეული ფაქტი ჩვენთვისაც ისეთივე ახლობელია, როგორც ავტორისთვის. რეალური პერსონაჟები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ გადაცემებში, საგაზეთო სტატიებში და თეატრში, მერაბ ნინიძის თვალით დანახული საბჭოთა საქართველო და მისი შემდგომი პერიოდი- ეს არის ამბები, რომლებიც არ უნდა დაკარგულიყო.
ეს არის წიგნი, რომელიც შეგიძლია ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო.რაღაცა მოგეწონოს, რაღაცამ ღიმილი მოგგვაროს და რაღაცამ ძალიან გაგაბრაზოს.
ასე დამემართა მეც…
საკუთარმა გადაწყვეტილებამ გამაბრაზა, რომ მთავარი იყო ჟურნალისტი არ გამოვსულიყავი და დღეს სრულიად სხვა ფაკულტეტზე ვსწავლობ.
ეს წიგნი ბევრი ადამიანისთვის გახდება სტიმული. არ აქვს აზრი რას ფიქრობს საზოგადოება, მთავარია იბრძოლო, იშრომო, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და შესაძლებელია ფილმმა ,რომელშიც თამაშობ ოსკარის პრემიაც კი მოიპოვოს, როგორც ავტორის ცხოვრებაში მოხდა.
მერე რა რომ მისი პროფესიული გზის დასაწყისში მთავარი იყო მსახიობი არ გამოსულიყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s