პოეზიის 5 წუთი-(ი)ს ფოტო.

მე ვარ ის,
ვინც ვარ,
სხვანაირი სხვა ვიქნებოდი…

მოგონებებსაც შესძლებია გულის ტკენა,
თუმცა აქ ასო “ც” ყველაზე უფრო ზედმეტია.

დაგვიანებით მოხდილი ბოდიში
უკვე რამდენიმე დღეა,
ვერნათქვამი სიტყვებივით გამეჩხირა ყელში
და სუნთქვას მიძნელებს…

ვფიქრობ და ვერ ვხვდები,
როდის უფრო ბედნიერია ადამინი,
როცა წლების წინ სათქმელ ბოდიშს
წლების შემდეგ მაინც უხდიან,
თუ მაშინ,
როდესაც გულისტკივილის დავიწყების საშუალებას აძლევენ.

არ ვიცი,როდის უფრო კმაყოფილია ადამიანი,
როცა იგებს,რომ მის გამო წლებია
ვიღაცას სინდისი ქენჯნის,
თუ მაშინ,
როდესაც ჰგონია, რომ არავის უძილობის მიზეზი არ არის.

არ ვიცი, როდის უფრო უჭირს ადამიანს,
როცა ახალი ფეხსაცმელი უჭერს
თუ მაშინ,
როდესაც ნათხოვარი ფეხსაცმელი ორი ზომით დიდი აქვს.

არ ვიცი, როდის უფრო შეყვარებულია ადამიანი,
როცა გამუდმებით სიყვარულზე ყვირის,
თუ მაშინ,
როდესაც გრძნობებს სიტყვებით არ აუბრალოებს.
(ალბათ, ჩემს სათქმელსაც გააუბრალოებდა რითმა)

არ ვიცი,როდის უფრო წარმატებულია ადამიანი,
როცა მწვერვალებზე მარტო დგას
და სხვებს ზემოდან დასცქერის,
თუ მაშინ,
როდესაც ხელჩაკიდებული ექაჩება ზემოთ მეგობარს,
რომელსაც შემთხვევით ფეხი დაუცდა და ქვემოთ მიექანება.

არ ვიცი, როდის უფრო მორწმუნეა ადამიანი,
როცა ყოველ კვირა წირვას ესწრება და მარხულობს,
თუ მაშინ,
როდესაც ღვთის გზაზე სიარულს
სიყვარულთან,
ურთიერთდახმარებასა
და კეთილსინდისიერებასთან აიგივებს.

არ ვიცი,როდის უფრო გულწრფელია ადამიანი,
როცა ცრემლებს ღვრის,
თუ მაშინ,
როდესაც ბოლო ხმაზე ხარხარებს
იმ მიზნით, რომ სიცილი ბედნიერების გავრცელების
ერთადერთი საშუალება ჰგონია.

არ ვიცი, როდის უფრო რთულია იყო განსხვავებული,
როცა ყველა განსხვავებულია
და შენს განსხვავებულობას ვეღარავინ ამჩნევს,
თუ მაშინ,
როდესაც ეს სამყარო ისე გეუცხოება,
შენთვის ჯოჯოხეთიც სამოთხეა.

არ ვიცი, როდის უფრო მდიდარია ადამიანი,
როცა ყველაფრის ყიდვა შეუძლია,
თუ მაშინ,
როდესაც უკანასკნელი,
ლიფტისთვის განკუთვნილი, ხუთთეთრიანით
მოწყალების მთხოვნელს დაეხმარება
და მერვე სართულამდე კიბეებს სიმღერით აითვლის.

ვერ გეტყვით,
ვინ უფრო მდიდარია,
ვინ უფრო ბედნიერი,
ვინ უფრო შეყვარებული,
ვის გულში უფრო მეტი ღმერთია,
მაგრამ მე ადამიანობა მეორე ვარიანტში
მეჩ (ვ)ე მ/ნ ება.

ჯეკ ლონდონი-,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი”

ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია.

145276

(ვიდრე უშუალოდ წიგნის განხილვაზე გადავიდოდეთ ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიასაც გადავხედოთ)
               ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა – მოხეტიალე ირლანდიელი, “ასტროლოგიის პროფესორი” ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.
                პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ “ხამანწკების დამჭერი მეკობრე” გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ “კოლის” მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო “ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან”, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია.
გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა.მიუხედავად აღიარებისა ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.

a82ce273b78b41dfabf4ce0fdce819f1

ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა…
რომანის სიუჟეტი ეყრდნობა ‘`სასიყვარულო სამკუთხედს’’ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.

რაც მეტს ფილოსოფოსობს ადამიანი ცხოვრებაზე, გაცილებით მით უფრო ნაკლებს აღწევს;
* სიყვარული თავად — სასწაული და დაუშრეტელი ბედნიერებაა.
*ცხოვრება — თამაშია. ცხოვრებისეულ მეტოქეობასა თუ ბრძოლაში მხოლოდ მოხერხებულნი, მხოლოდ ძლიერნი იმარჯვებენ.
*ადამიანს არ ძალუძს ასე იოლად დაგეთანხმოს. ადამიანი ისევე ვერ განშორდება ამ ქვეყანას, როგორც საკუთარ ჭერს. ის მიდის ამქვეყნიდან, როგორც სახლიდან — იმ ერთადერთ საცხოვრებელი თავშესაფრიდან, რომელიც მას ეკუთვნოდა. ის მიდის…

P.S ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი”- წიგნი,რომლის კითხვისას ისეთი აზრი გამიჩნდა ,რომ ტყუილად ვკარგავდი დროს,მაგრამ შემდეგ შემრცხვა ჩემივე ფიქრების. მე ხომ ჯეკ ლონდონს ვკითხულობდი,რომლის ,,მარტინ იდენმაც” წლების წინ ჩემში გადატრიალება მოახდინა. ამიტომ გადავწყვიტე ბოლომდე წამეკითხა.მითუმეტეს ჩემი აზრით, არც ერთი წიგნი არ შეიძლება იყოს ისეთი ,,ცუდი” რომ მის კითხვაზე უარი თქვა. თითოეულ წიგნს შეუძლია რაღაც ღირებული დაგიტოვოს ცხოვრებაში.

Continue reading

,,მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე”-დამარცხებული მე…

5927613219

სათაურმა არ დაგაბნიოს ჩემო მკითხველო…
,,მთავარია,მსახიობი არ გამოხვიდე”- ასე ჰქვია მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიულ წიგნს.
ალბათ იკითხავ რა შუაშია მისი ავტოგრაფია შენს დამარცხებასთანო?
ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ამ წიგნმა დამანახა, რომ ვიღაცები უფრო მეტად ძლიერები არიან, ვიდრე მე გამოვდექი.
სათაურის წაკითხვისთანავე გამეღიმა …
ის დრო გამახსენდა ჟურნალისტობაზე რომ ვოცნებობდი.
მთავარი იყო ჟურნალისტიკაზე არ მესწავლა და სხვა ყველა პროფესია მისაღები იყო გარშემო მყოფებისთვის. მიზეზი ამ შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: ჩემთვისაც ნორმალური ცხოვრება სურდათ, რომელსაც ჟურნალისტი ვერ ვეღირსებოდი, რადგან რთული პროფესიაა.
სათაურმა მაიძულა წამეკითხა ეს წიგნი.
მოგეხსენებათ, სწორად შერჩეული სათაური ნახევარი საქმეა.
წიგნის მთავარი ღირსება ისაა, რომ უდიდესი თავმდაბლობითა და მკითხველის მიმართ მოწიწებით არის დაწერილი. საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი სრულიად გულწრფელად ყვება თავის ბავშვობაზე, პირველ ნაბიჯებზე კარიერაში, წარმატებული ემიგრანტობის მძიმე ხვედრზე.
წიგნი ერთგვარი საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს უბრალო, პატარა, ნიჭიერი ბიჭის დიდ მსახიობად ქცევაში.თითოეული ადამიანის ღვაწლი აღნიშნულია.
ალბათ მკითხველისთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ის, რომ თითოეული ფაქტი ჩვენთვისაც ისეთივე ახლობელია, როგორც ავტორისთვის. რეალური პერსონაჟები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ გადაცემებში, საგაზეთო სტატიებში და თეატრში, მერაბ ნინიძის თვალით დანახული საბჭოთა საქართველო და მისი შემდგომი პერიოდი- ეს არის ამბები, რომლებიც არ უნდა დაკარგულიყო.
ეს არის წიგნი, რომელიც შეგიძლია ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო.რაღაცა მოგეწონოს, რაღაცამ ღიმილი მოგგვაროს და რაღაცამ ძალიან გაგაბრაზოს.
ასე დამემართა მეც…
საკუთარმა გადაწყვეტილებამ გამაბრაზა, რომ მთავარი იყო ჟურნალისტი არ გამოვსულიყავი და დღეს სრულიად სხვა ფაკულტეტზე ვსწავლობ.
ეს წიგნი ბევრი ადამიანისთვის გახდება სტიმული. არ აქვს აზრი რას ფიქრობს საზოგადოება, მთავარია იბრძოლო, იშრომო, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და შესაძლებელია ფილმმა ,რომელშიც თამაშობ ოსკარის პრემიაც კი მოიპოვოს, როგორც ავტორის ცხოვრებაში მოხდა.
მერე რა რომ მისი პროფესიული გზის დასაწყისში მთავარი იყო მსახიობი არ გამოსულიყო.

,,ვიცი ისევ ვუსწრებ დროს”-ი. ჩ

ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

10334275_249182661872396_6832429263018804463_n
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!

სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.
კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.
ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,

ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.

10487311_249179931872669_8291132633213570799_n

დრო
რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.



დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

10346519_249162238541105_5866288793412322510_n

დღე

დილით არა გვაქვს პური…
გინდა რომ მზე ამოვიდეს…
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ…
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
ჯიმ მორისონს
ტანი ტამტამი,
დაწყვეტილი ჩემი გიტარა,
ხორცის ატამი,
გახლეჩილი როგორც სიმართლე,
მარადისობამ,
უდაბნოდან ჩამოიტანა,
მწვანე კანაფის,
იდუმალი ლურჯი სინათლე.

irakli-charkviani

რა კარგია
რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.

10418982_479643958833385_1112001153565992622_n

მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…

P.S 

თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა
გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,

რომ მე დავბრუნდი.

10334264_249059288551400_5716588442058087534_n

Continue reading

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?

“ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას.” 

1002521_855468524470002_8765463636999573542_n
“წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია”. 

1095115_838675459482642_1013633380_n

“მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”

1558482_793425227340999_1398584263_n

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

1969314_825270764156445_1653432853_n

“იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”

1979551_847950641888457_6962425565913563242_n

“თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე… ან, რაც გაგახსენდება…“

cf63da446eeb
,,- ბედნიერი კაცი ყოფილხართ
– რატომ?
– რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ…
– რა ბედნიერება?
– პირველად წაკითხვის.”

images (3)

,,ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს – ცუდი მკითხველი.

,,ადამიანი რომელიც არ კითხულობს არაფრით არ არის მეტი ადამიანზე რომელმაც კითხვა არ იცის.”

1601365_848664525150402_937841766551351268_n

,,ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ.”

1622066_836439613039560_408168861_n


,,ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი.”


10171223_845767745440080_1332182918_n

“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”

10245296_848725971810924_2777293829206891676_n

,,ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს”

 

Dr-Suess-vair8y
10300114_869242003092654_1777368059928692951_n
10325384_871987136151474_6716664650746107644_n

10246449_848728671810654_1636077652184456583_n Continue reading

,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”-ოტია იოსელიანი

ოტია იოსელიანი

,, ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:
ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
(ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ციტატა კარგად ახასიათებს ქართველის ბუნებას)”

,, ადამიანი ბუნების შვილია.გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.”

,, არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც
დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის…”

,, ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება,მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.”

,, ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.”

,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”

,, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.”

,, მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე
მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.”

,, გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს,
რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.”

,, ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,
რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.”

,, ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“.

,, გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.

,, დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

,, მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს. “
otia
 ,, უწმინდესს და უნეტარესს შევხვდი აჭარაში. იყო პოლემიკა. ზოგი ამტკიცებდა, 375 წლიდან ვართ ქრისტიანებიო, ზოგი – 435 წლიდან, ზოგი კიდევ რას ამბობდა, რა ვიცი. მე ვუთხარი, – იესო ქრისტეს სულ თორმეტი მოციქული ჰყავდა, ისინი რომ მსოფლიოში გაენაწილებინა, მათი ფრჩხილიც კი არ შეგვხვდებოდა. ღმერთმა სამი მოციქული ჩვენთან გამოგზავნა და კიდევ რაღა საბუთი გვინდა, რომ ჩვენი სარწმუნოება მაცხოვრის ხნის არის-მეთქი.”
Continue reading

წმ. ილია მართალი

იმ ადამიანების  კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებიც ფრაზებს მასწავლებლის დავალების გარეშე სწავლობენ , სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. როდესაც ვიგებ მასწავლებლის ფრაზას:
,,ბავშვებო საზეპირო მოვინიშნოთ…”
ჩემი გაბადრული სახე ბევრისთვის გამაღიზიანებელია 😀 .

არსებობს კი ქართველი ,რომელსაც ილიას ,,მგზავრის წერილები ”  და ,,ოთარაანთ ქვრივი” ნასწავლი თუ არა გადაკითხული მაინც არ აქვს? იმედი მაქვს არა.
ჩემს გაბადრულ სახეზე უკვე გითხარით.ერთ დღესაც ამ გაბადრული სახით გადავშალე ლიტერატურის წიგნი და ამ ორ ნაწარმოებში ჩემი საყვარელი ადგილები მოვნიშნე,რათა დამემახსოვრებინა.

ოთარაანთ ქვრივი
f134

,,— ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია… ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო. “

,,— ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა.ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა. ”

,,რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!..”

загруженное (1)

,,ყოველგვარი სიყვარული, — დედა-შვილურია, თუ სხვა, — მაინც ფრთხილია და მშიშარა: ჭირი უფრო ელანდება, ვიდრე ლხინი, როცა საყვარელის ტკივილი გამოცანაა, დამალულია, მიუგნებელია. ”

,,ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე. ”

,,— დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. — დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა… თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!.. ”

p1040941

,,არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.”

загруженное (2)

,,დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად.
ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა.”

p1040942

,,აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია.”

,,საფლავზედ გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქო სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო. ” Continue reading

ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა! -,,გამზრდელი”

e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-2
აკაკი წერეთელი .ქართველი მწერალი ,რომლის სასმსახური საქართველოს წინაშე შეუფასებელია. მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს ვცემდი და ჩემი აღმაფრენა კიდევ უფრო გაიზარდა მისი ,,გამზრდელის” წაკითხვის შემდეგ. ჩემი აზრით ,,გამზრდელი” გენიალური პოემაა,რომელიც ყველაფერს ერთად გვასწავლის:მიტევებას,მგობრობას,აღმზრდელისა და აღზრდილის ურთიერთობას.

პოემის მთავარი პერსონაჟი -ბათუ კეთილი,სამართლიანი ,ღვთისმოშიში ბიჭია,რომელსაც გვერდით ასეთივე ცოლი ჰყავს. მათი ცხოვრება შესაშურია,მაგრამ წუთისოფელი ბოლომდე არავის ახარებს.
ერთ ღამეს მოულოდნენლი სტუმარი ეწვევათ,რომელიც ბათუს ახლო მეგობარია. საფარ -ბეგი ბათუს უღირს საქმეში სთხოვს დახმარებას ,რომლის საშუალებითაც საყვარელი ქალის გულს მოიგებს.ბათუ მეგობარს დახმარების ხელს გაუწვდის,რადგან მისთვის სიყვარული ღვთიური გრძნობაა და უნდა მეგობარიც ბედნიერი იყოს. საფარ-ბეგს სახლში დატოვებს თავის ცოლთან ერთად, თვითონ კი მეგობრის საქმეზე გაეშურება. შინ დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდება. საკუთარ ცოლს,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა საშინელ დღეში ნახავს ,ქალი განდგურებულია,მისი ლოგინი კი მინგრეულ-მონგრეული.

,,მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!..
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
„ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს – სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!”

ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა …

ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს. 
მიუხედავად ასეთი სიმწარისა ბათუ თავის სულგრძელობას მოუხმობს და სტუმარს ისე გაისტუმრებს ,როგორც მასპინძელს შეეფერება.დამშვიდობებისას ეტყვის,რომ სიმართლე იცის და სჯობია აღარსად შეხვდნენ ერთმანეთს,თუ უნდა რომ კვლავ იცოცხლოს.მხოლოდ ერთ სთხოვს , წავიდეს და თავის გამზდელი ნახოს,უამბოს ყველაფერი და მის მიერ დაისაჯოს. ის  სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით. საფარიც მიხვდება თავის დანაშაულს, ასე ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. თავის სოფელში დაბრუნებული გამზდელს ნახავს ,უამბობს თავის უღირს საქციელს ,სასჯელს ელოდება ,მაგრამ გამზდელი მის მაგიერ საკუთარ თავს დასჯის.
Continue reading

,,99 ფრანკი”

7a09c90f7192649d489a416dd8594280
,,სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი იმიტომ, რომ მხოლოდ აწმყო გვეკუთვნის ჩვენ და თვით მომავალიც მაშინ იქცევა ჩვენს საკუთრებად, როდესაც აწმყოდ გადაიქცევა.” 

,,ძალიან ცდილობთ ყველას თავი მოაჩვენოთ, ვითომ ერთობით. გართობა თვითმკვლელობასავით არის, ოღონდ პატარა განსხვავებაა: თავს ყოველდღე ვერ მოიკლავ..”

,,ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ უფრო შემწყნარებლები არიან, დაუფარავად ლაპარაკობენს საკუთარ მარცხზე და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის…სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ.”

,,რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი გრძნობების გამოხატვის გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ისევე ვებრძვით და ვდევნით, როგორც შავ ჭირს. მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობელობა ვაქოთ და ვადიდოთ?”

,,ევრო იმიტომ გამოიგონეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.”

b36ef2de0d6a7bf69602b389b69f4903

,, ყველა მწერალი ჩამშვებია.”

,, მონსტრები ყოფილი კეთილი ადამიანები არიან.”

,, მესამე მსოფლიო ომის თავისებურება ის არის, რომ ეს ომი ყველა ქვეყანამ ერთდროულად წააგო.”

,, ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი კრეტინები არიან.”

,,პროფესიონალსა და ახალბედას შორის ის განსხვავებაა, რომ პროფესიონალი მეტს იღებს და ცოტას მუშაობს.”

71565786853336250865

,,ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”

,, ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს, რომ დაიკიდო.”

 ,,იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? – ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს,რომ ,,ნაიკები” იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ,,ნაიკებს”, რომ ნარკოტიკი იყიდონ.”

,,სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.”

,,საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ “

79860358568000549089

,,იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.”

,, მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი. “

,,ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება 
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ; 
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით. 
ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით….. “

,,მორალი – შეიძლება ძალზედ მოსაწყენი რამეა, მაგრამ ეს ერთადერთია რითიც კარგის ცუდისგან გარჩევა შეგიძლია.”

54149487646320962132

,,რატომ გვჭირდება ყველას სილამაზე? იმიტომ რომ სამყარო ძალიან მახინჯია, ჩვენ გვინდა გავხდეთ ლამაზები და სამყაროც ლამაზი გავხადოთ. “

,,საუკეთესო დღესასწაული – ის, რომელიც ჩვენში ხდება”

,,ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.”

 ,,როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით : ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.”

large (3)

 ,,ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.”

,,შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.”

 ,, ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.”

large (4)

 ,,მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხლის მშინებია .”

 ,,სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა”იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.”

,,რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.”

,, – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.”

large (2)
Continue reading

“დორიან გრეის პორტრეტი”

doriangray

წიგნი ახალგაზრდა ბიჭის,დორიანის, შესახებ გვიამბობს,რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.ის ცისფერთვალება ქერა, ხუჭუჭთმიანი უცოდველი ჭაბუკია , რომლის დახატვასაც გადაწყვეტს მხატვარი ბეზილ ჰოუარდი.ბეზილ ჰოუარდი და ლორდ ჰენრი უიტონი დორიან საკუთარი სილამაზის ფასს ასწავლიან.

 ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:
,,ოჰ ყველაფერი ,რომ უკუღმა ყოფილიყო!პორტრეტი შეიცვლიდა სახეს,მე კი დავრჩებოდი ისეთი,როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს”

054698b4-b10f-4905-ade2-1c06af8ca2b5

გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა.დორიან გრეი, რომელმაც ცხოვრება ერთიანად სიამოვნებად გადააქცია, საბოლოოდ ამორალური და შესაზიზღი ხდება, ბოროტმოქმედების ჭაობში იფლობა .ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

0db649a2caf8

,,სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი.”

,,მხატვარმა ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლი ისე უნდა შექმნას, რომ მასში თავისი პირადი ცხოვრებიდან არაფერი შეიტანოს.”
,,გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ”

,,ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.”

,,გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში.”

0bdd545d9308

,,ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა ცოტა უფრო ხანგრძლივია.”

,,ამერიკელი ქალიშვილები ისე ჭკვიანურად და მოხერხებულად მალავენ თავის მშობლებს, როგორც ინგლისელი ქალები – თავიან წარსულს.”

,,ვისაც სურს ახალგაზრდობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც ახალგაზრდობაში ჩაუდენია.
ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირიბულება იცის, მაგრამ ფასი კი არ იციან მისი.”

,,უსულგულო და თავქარიან ადამიანებად იმათ ვთვლი, რომელთაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებასა და თავდადებას უწოდებენ.”

,,ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.”

3b69b18c1a12
Continue reading