ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა! -,,გამზრდელი”

e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-2
აკაკი წერეთელი .ქართველი მწერალი ,რომლის სასმსახური საქართველოს წინაშე შეუფასებელია. მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს ვცემდი და ჩემი აღმაფრენა კიდევ უფრო გაიზარდა მისი ,,გამზრდელის” წაკითხვის შემდეგ. ჩემი აზრით ,,გამზრდელი” გენიალური პოემაა,რომელიც ყველაფერს ერთად გვასწავლის:მიტევებას,მგობრობას,აღმზრდელისა და აღზრდილის ურთიერთობას.

პოემის მთავარი პერსონაჟი -ბათუ კეთილი,სამართლიანი ,ღვთისმოშიში ბიჭია,რომელსაც გვერდით ასეთივე ცოლი ჰყავს. მათი ცხოვრება შესაშურია,მაგრამ წუთისოფელი ბოლომდე არავის ახარებს.
ერთ ღამეს მოულოდნენლი სტუმარი ეწვევათ,რომელიც ბათუს ახლო მეგობარია. საფარ -ბეგი ბათუს უღირს საქმეში სთხოვს დახმარებას ,რომლის საშუალებითაც საყვარელი ქალის გულს მოიგებს.ბათუ მეგობარს დახმარების ხელს გაუწვდის,რადგან მისთვის სიყვარული ღვთიური გრძნობაა და უნდა მეგობარიც ბედნიერი იყოს. საფარ-ბეგს სახლში დატოვებს თავის ცოლთან ერთად, თვითონ კი მეგობრის საქმეზე გაეშურება. შინ დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდება. საკუთარ ცოლს,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა საშინელ დღეში ნახავს ,ქალი განდგურებულია,მისი ლოგინი კი მინგრეულ-მონგრეული.

,,მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!..
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
„ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს – სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!”

ქართველ ადამიანში ყველაზე მეტად, ქართული სულის უკუღმართობა მტკივა …

ზნეობრივი განსაცდელი, რომელიც ბათუს ხვდა წილად, მას მარტო მისი სიყვარულის დანგრევით კი არა, იმითაც ემუქრება, რომ შეიძლება საკუთარი ძიძიშვილის მკვლელად იქცეს. 
მიუხედავად ასეთი სიმწარისა ბათუ თავის სულგრძელობას მოუხმობს და სტუმარს ისე გაისტუმრებს ,როგორც მასპინძელს შეეფერება.დამშვიდობებისას ეტყვის,რომ სიმართლე იცის და სჯობია აღარსად შეხვდნენ ერთმანეთს,თუ უნდა რომ კვლავ იცოცხლოს.მხოლოდ ერთ სთხოვს , წავიდეს და თავის გამზდელი ნახოს,უამბოს ყველაფერი და მის მიერ დაისაჯოს. ის  სჯის ცოდვილს არა ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ სინდისის ქენჯნით და სირცხვილით. საფარიც მიხვდება თავის დანაშაულს, ასე ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. თავის სოფელში დაბრუნებული გამზდელს ნახავს ,უამბობს თავის უღირს საქციელს ,სასჯელს ელოდება ,მაგრამ გამზდელი მის მაგიერ საკუთარ თავს დასჯის.

,,მაგრამ უსუბ ეუბნება: 
მშენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! 
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, 
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!ნ 

წარმოსთქვა და საფეთქელში 
მიიჭედა ცხელი ტყვია!… 
ჩაიკეცა სულთამბრძოლი, 
წამლის კვამლში გაეხვია… “

საფარ-ბეგის ფერისცვალება ნიშანია იმისა, რომ მან შეძლო საკუთარ სულში ჩახედვა, საშინელ წყვდიადში ნათელი წერტილი დაინახა, ცრემლები წამოსცვივდა, ბათუს ამაღლებულმა ზნეობამ ჭეშმარიტება შეაგრძნობინა. აი, რა ძალა აქვს სულგრძელობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s