მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ცხოვრების წიგნი”.

product_image_129
           გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი” -წიგნი ,რომელიც ჩემი აზრით ყველამ უნდა წაიკითხოს.
ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე,გულწრფელ ,უანგარო სიყვარულზე,თავისუფლების წყურვილზე,მეგობრობაზე.
,,საომოსელი პირველის” კითხვა, რომ დავიწყე უბრალოდ ამ წიგნის სამყაროში გადავედი,დასრულებამდე წიგნის მთავარი გმირის  ცხოვრებით ვცხოვრობდი.წიგნში ყველაფერი მომწონს თუნდაც, იუმორი. დოჩანაშვილის სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც სულ იგრძნობა და გადამდებია, მომწონს ცოცხალი და ხელშესახები პერსონაჟები. (რაც საკმაოდ ძნელი საქმეა მწერლისთვის, იმიტომ რომ ყველას არ გამოსდის).მომწონს როგორ ნელა “სერიოზულდება” წიგნი და უფრო და უფრო  გიპყრობს.
წიგნის წაკითხვის შემდეგ, მოვლენების სხვანაირად შეფასება დავიწყე,მივხვდი, რომ თავისუფლება ყველაზე უფრო ძვირფასი რამაა ,რაც ადამიანს გააჩნია-სწორედ თავისუფლების გამო სწირავს თავს 5 კანუდოსელი.

მთავარი გმირი დომენიკო პატარა, გამოუცდელი ბიჭია ,რომელსაც ვერ წარმოუდგენია ისეთი სიბინზურენი ,როგორიცაა მტრობა და ბოროტება.მისთვის ყველაფერი ნათელ ფერებში იხატება. სოფელში მამასთან ერთად ცხოვრობს ,მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება.მასზე დიდ გავლენას ახდენს უცნაური კაცის-ლტოლვილის ნაამბობი და თავგადასავლების საძიებლად ,,ლამაზ ქალაქში” მიდის ,სადაც ანა-მარიას შეხვდება და გამოცდის სიყვარულს,რომელსაც ტკივილიც  ახლავს.

მთავარი იდეა, შეჯერებული შეხედულების თანახმად, არის შემდეგი: ყველამ უნდა დატოვოს თავისი “სოფელი” და წავიდეს “ლამაზ-ქალაქში”, შეიცნოს სიკეთე და ბოროტება, რათა მომავალში სცადოს მათი ერთმანეთისაგან გარჩევა და, შეძლებისდაგვარად, პირველის მხარეს დადგეს. გამოიაროს თავისი “კამორა”, დაიმსახუროს “კანუდოსში” ცხოვრება, თუნდაც ერთი კამორელის ცემით და ციცაბო “აღმართის” გავლით, დიდი წვალებით დაუბრუნდეს მამისეულ წიაღს, რაც უდიდესი ბედნიერებაა…

წიგნის კითხვისას მიღებული შთაბეჭდილები კი დამერწმუნეთ ძალაინ დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.

მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ… მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ … 

“ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!”

” სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს . . .”

“…ოდნავ შორიშორს დაასაფლავებინა სანტოსმა ცოლ-შვილი, შუაში ერთი საფლავისხელა ადგილი დაატოვებინა, თუმც ის მორჩენილი ადგილი სიცოცხლეშიაც გამოადგა – მეორე დღეს მარტო ავიდა სასაფლაოზე, წერაქვითა და ნიჩბით მხარზე, წელამდე ორმო ამოთხარა, შიგ ჩადგა, ცალი ხელი ერთ ბორცვს დაადო, მეორე – მეორეს და ასე, ვიწრო საფლავში ცოცხალი იდგა, და ორი ბორცვის შეყინულ სითბოს ხელისგულებით ისმენდა.”
“მარტო იყო და მაინც იცოდა – ვიღაცას უყვარდა!”

ეს კი ჩემი საყვარელი ადგილი წიგნიდან –
,, ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
–ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
–ადამიანი რომ გყვარებოდა!!”


2 thoughts on “მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ცხოვრების წიგნი”.

  1. არაჩვეულებრივი ბლოგია! ბრავო! მიყვარს ეს წიგნი. სწორად დაასათაურეთ ,,ცხოვრების წიგნი” ,სხვა რა ეთქმის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s