ჯეკ ლონდონი-,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი”

ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია.

145276

(ვიდრე უშუალოდ წიგნის განხილვაზე გადავიდოდეთ ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიასაც გადავხედოთ)
               ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა – მოხეტიალე ირლანდიელი, “ასტროლოგიის პროფესორი” ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.
                პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ “ხამანწკების დამჭერი მეკობრე” გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ “კოლის” მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო “ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან”, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია.
გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა.მიუხედავად აღიარებისა ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.

a82ce273b78b41dfabf4ce0fdce819f1

ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა…
რომანის სიუჟეტი ეყრდნობა ‘`სასიყვარულო სამკუთხედს’’ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.

რაც მეტს ფილოსოფოსობს ადამიანი ცხოვრებაზე, გაცილებით მით უფრო ნაკლებს აღწევს;
* სიყვარული თავად — სასწაული და დაუშრეტელი ბედნიერებაა.
*ცხოვრება — თამაშია. ცხოვრებისეულ მეტოქეობასა თუ ბრძოლაში მხოლოდ მოხერხებულნი, მხოლოდ ძლიერნი იმარჯვებენ.
*ადამიანს არ ძალუძს ასე იოლად დაგეთანხმოს. ადამიანი ისევე ვერ განშორდება ამ ქვეყანას, როგორც საკუთარ ჭერს. ის მიდის ამქვეყნიდან, როგორც სახლიდან — იმ ერთადერთ საცხოვრებელი თავშესაფრიდან, რომელიც მას ეკუთვნოდა. ის მიდის…

P.S ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი”- წიგნი,რომლის კითხვისას ისეთი აზრი გამიჩნდა ,რომ ტყუილად ვკარგავდი დროს,მაგრამ შემდეგ შემრცხვა ჩემივე ფიქრების. მე ხომ ჯეკ ლონდონს ვკითხულობდი,რომლის ,,მარტინ იდენმაც” წლების წინ ჩემში გადატრიალება მოახდინა. ამიტომ გადავწყვიტე ბოლომდე წამეკითხა.მითუმეტეს ჩემი აზრით, არც ერთი წიგნი არ შეიძლება იყოს ისეთი ,,ცუდი” რომ მის კითხვაზე უარი თქვა. თითოეულ წიგნს შეუძლია რაღაც ღირებული დაგიტოვოს ცხოვრებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s