წიგნი,რომელიც ღირსია შედევრი ვუწოდოთ.


ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი” იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება ,რომელიც ღირსია შედევრი ვუწოდოთ.
,,მარტინ იდენიმა” კითხვა შემაყვარა.მას შემდეგ ,რაც მისი კითხვა დავამთავრე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ წიგნის გმირზე და მსურდა მეც მასავით მიზანდასახული,შრომისმოყვარე და იმაზე უკეთესი გავმხდარიყავი ,ვიდრე ვიყავი. როდესაც ვხვდებოდი ,რომ რაღაც არ გამომდიოდა ,მაშინვე მარტინი მახსენდებოდა ,რომელმაც შეძლო ყველა სურვილი რეალობად ექცია.

მარტინ იდენი ღარიბი ,გაუნათლებელი ახალგაზრდა იყო,რომელმაც არ იცოდა ელემენტარული ქცევის წესებიც კი. თუმცა მარტინი ძალიან ნიჭიერი იყო,მაგრამ თავისი ნიჭის რეალიზებას ვერ ახერხებდა. უცბად ისეთი ხალხის გარემოცვაში აღმოჩნდა,რომლებიც მისგან ძალიან განსხვავდებოდნენ.ისინი არისტოკრატები იყვნენ,შესაბამისად კარგი განათლებაც ჰქონდათ მიღებული. მარტინს მათი ყველაფერი მოსწონდა,განსაკუთრებით კი გოგონამ მოხიბლა,რომელსაც რუთი ერქვა.სულ მალე შეუყვარდა და დაიწყო ბრძოლა,რათა რუთის ღირსი გამხდარიყო. წერდა მოთხრობებს და ცდილობდა ისინი გაზეთებში გამოქვეყნებულიყო,მაგრამ გაზეთები მის მოთხრობებს ყოველთვის იწუნებდნენ. ხშირად საჭმლის ფულით წიგნებს ყიდულობდა და მშიერი დადიოდა,რათა უფრო მეტი ესწავლა და წარმატებისთვის მიეღწია.თავდაუზოგავი შრომის ფასად მან ეს ყველაფერი შეძლო. იქცა იმ მწერლად ,რომლის მოთხრობებშიც გაზეთები ძალიან ბევრ ფულს იხდიდნენ. მაგრამ იყო კი რუთი კვლავ მისი საოცნებო ქალი?! არა! არა იმიტომ რომ მარტინი წარმატებამ შეცვალა ,არამედ იმიტომ რომ რუთი მხოლოდ მაშინ ამაყობდა მარტინით ,როცა ის ,,მათიანი ” გახდა. მარტინი ვეღარ ახერხებდა ხალხთან საერთო ენის გამონახვას. ერთდროს მისი საყვარელი ადამიანები მისთვის სრულიად უცხოები აღმოჩნდნენ. მან ვერ შეძლო დედამიწაზე თავისი ადგილი ეპოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ,მაგრამ ეს ბედნიერი დასასრული იყო.

ამბობენ რომ ,,მარტინ იდენი,, ჯეკ ლონდონის ავტობიოგრაფიული წიგნია,მანაც სიცოცხლე მარტინის მსგავსად დაასრულა.

,,ისე გადაიშლებოდა მისი გული მუსიკის მოსმენით, როგორც ყვავილი გადაუშლის გულს მზის სხვივებს.”

”თითქოს აიტაცებდა მას ეს მუსიკა, გააქანებდა და სულთა ბურუსით მოცულ სამეფოში დააქროლებდა, სადაც ბოროტისა და კეთილის მარადიული ჭიდილია.”

”რასაც ცალკეულ ფრაზებსა და სტრიქონებში ჩააქსოვდა, ტკბილი ჰანგივით აჟღერდებოდა, ბუნდოვანი ზმანების მომხიბრალობით გაისრილაებდა. მეტისმეტად მძიმე გამოდგა. სურვილით იტანჯებოდა , რათა ლამაზად გამოეხატა სათქმელი, მაგრამ შეუკოწიწებელი პროზაულუ ფრზები გამოდიოდა. ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე თავისი ლექსების ნაწყვეტებს. ზომას კარგად დაეუფლა, რითმსა და რიტმასაც გვარიანად გაართვა თავი, მაგრამ გრძნობდა, რომ ცეცხლი და აღმაფრენა აკლდა. ასავალ-დასავალს, სასოწარლვეთილი, იმედგაცრუებული და დამარცხებული მოთხრობას მიუბრუნდბეოდა. პროზა აშკარად უფრო ადვილი იყო. ”

Continue reading

მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ცხოვრების წიგნი”.

product_image_129
           გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი” -წიგნი ,რომელიც ჩემი აზრით ყველამ უნდა წაიკითხოს.
ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე,გულწრფელ ,უანგარო სიყვარულზე,თავისუფლების წყურვილზე,მეგობრობაზე.
,,საომოსელი პირველის” კითხვა, რომ დავიწყე უბრალოდ ამ წიგნის სამყაროში გადავედი,დასრულებამდე წიგნის მთავარი გმირის  ცხოვრებით ვცხოვრობდი.წიგნში ყველაფერი მომწონს თუნდაც, იუმორი. დოჩანაშვილის სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც სულ იგრძნობა და გადამდებია, მომწონს ცოცხალი და ხელშესახები პერსონაჟები. (რაც საკმაოდ ძნელი საქმეა მწერლისთვის, იმიტომ რომ ყველას არ გამოსდის).მომწონს როგორ ნელა “სერიოზულდება” წიგნი და უფრო და უფრო  გიპყრობს.
წიგნის წაკითხვის შემდეგ, მოვლენების სხვანაირად შეფასება დავიწყე,მივხვდი, რომ თავისუფლება ყველაზე უფრო ძვირფასი რამაა ,რაც ადამიანს გააჩნია-სწორედ თავისუფლების გამო სწირავს თავს 5 კანუდოსელი.

მთავარი გმირი დომენიკო პატარა, გამოუცდელი ბიჭია ,რომელსაც ვერ წარმოუდგენია ისეთი სიბინზურენი ,როგორიცაა მტრობა და ბოროტება.მისთვის ყველაფერი ნათელ ფერებში იხატება. სოფელში მამასთან ერთად ცხოვრობს ,მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება.მასზე დიდ გავლენას ახდენს უცნაური კაცის-ლტოლვილის ნაამბობი და თავგადასავლების საძიებლად ,,ლამაზ ქალაქში” მიდის ,სადაც ანა-მარიას შეხვდება და გამოცდის სიყვარულს,რომელსაც ტკივილიც  ახლავს.

მთავარი იდეა, შეჯერებული შეხედულების თანახმად, არის შემდეგი: ყველამ უნდა დატოვოს თავისი “სოფელი” და წავიდეს “ლამაზ-ქალაქში”, შეიცნოს სიკეთე და ბოროტება, რათა მომავალში სცადოს მათი ერთმანეთისაგან გარჩევა და, შეძლებისდაგვარად, პირველის მხარეს დადგეს. გამოიაროს თავისი “კამორა”, დაიმსახუროს “კანუდოსში” ცხოვრება, თუნდაც ერთი კამორელის ცემით და ციცაბო “აღმართის” გავლით, დიდი წვალებით დაუბრუნდეს მამისეულ წიაღს, რაც უდიდესი ბედნიერებაა…
Continue reading