“ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას.”
“წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია”.
“მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”
“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”
“იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
“თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე… ან, რაც გაგახსენდება…“
,,- ბედნიერი კაცი ყოფილხართ
– რატომ?
– რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ…
– რა ბედნიერება?
– პირველად წაკითხვის.”
,,ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს – ცუდი მკითხველი.”
,,ადამიანი რომელიც არ კითხულობს არაფრით არ არის მეტი ადამიანზე რომელმაც კითხვა არ იცის.”
,,ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ.”
,,ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი.”
“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
,,ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს”
ეთო ❤ წიგნის კითხვა ფიქრსაც აჩვევს ადამიანს, განსჯას და საკუთარი აზრის გამოტანას, ამიტომ გიერთდები, ვიკითხოთ ბევრი!
აღფრთოვანებული ვარ თქვენით!