,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”-ოტია იოსელიანი

ოტია იოსელიანი

,, ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:
ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
(ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ციტატა კარგად ახასიათებს ქართველის ბუნებას)”

,, ადამიანი ბუნების შვილია.გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.”

,, არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც
დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის…”

,, ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება,მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.”

,, ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.”

,, ჭკუა თავშია და არა ხანში.”

,, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.”

,, მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე
მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.”

,, გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს,
რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.”

,, ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,
რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.”

,, ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია“.

,, გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ“.

,, დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

,, მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს. “
otia
 ,, უწმინდესს და უნეტარესს შევხვდი აჭარაში. იყო პოლემიკა. ზოგი ამტკიცებდა, 375 წლიდან ვართ ქრისტიანებიო, ზოგი – 435 წლიდან, ზოგი კიდევ რას ამბობდა, რა ვიცი. მე ვუთხარი, – იესო ქრისტეს სულ თორმეტი მოციქული ჰყავდა, ისინი რომ მსოფლიოში გაენაწილებინა, მათი ფრჩხილიც კი არ შეგვხვდებოდა. ღმერთმა სამი მოციქული ჩვენთან გამოგზავნა და კიდევ რაღა საბუთი გვინდა, რომ ჩვენი სარწმუნოება მაცხოვრის ხნის არის-მეთქი.”

,, წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: – ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობა. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა – ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი. “

,, ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.”

,, ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! ”

,, მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?”

,, ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “

,, ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არბენინო”

,, ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება”

„ ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.“

„ ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.“

„ ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.“

„ ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.“

„ დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“

„ ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.“

„ ერთ მოყვარე მტერს ,ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“

„ ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.“

„ ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.“

„ მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“

„ თავიდან ყველაფერი ძნელია.“

„ დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პირველი პაემანი გახსოვთ? გახსოვთ, აბა რა ჯანდაბა დაგავიწყებთ.“

„ ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.“

„ ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა – გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია – ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.“

„ ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.“

„ საპატრონოა არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ქვეყანა. რას დაამსგავსეს, ხომ ხედავთ. მტრისას, ჩვენ რომ დღეში ვართ. დანგრეული და დაქცეული საქართველო, თუმცა ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც სიტყვაა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, ოღონდ ჯერ სიტყვაზე ვიზრუნოთ.“

,, – ბატონო ოტია, „დიდების მემორიალს“ რას ერჩოდნენ, ხომ ვერ მეტყვით?
– რას გაიგებ გიჟებისას? ისე, გიჟსაც გააჩნია, მაგას გიჟიც არ იზავდა!“

„ მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?!“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s