
,,სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი იმიტომ, რომ მხოლოდ აწმყო გვეკუთვნის ჩვენ და თვით მომავალიც მაშინ იქცევა ჩვენს საკუთრებად, როდესაც აწმყოდ გადაიქცევა.”
,,ძალიან ცდილობთ ყველას თავი მოაჩვენოთ, ვითომ ერთობით. გართობა თვითმკვლელობასავით არის, ოღონდ პატარა განსხვავებაა: თავს ყოველდღე ვერ მოიკლავ..”
,,ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ უფრო შემწყნარებლები არიან, დაუფარავად ლაპარაკობენს საკუთარ მარცხზე და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის…სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ.”
,,რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი გრძნობების გამოხატვის გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ისევე ვებრძვით და ვდევნით, როგორც შავ ჭირს. მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობელობა ვაქოთ და ვადიდოთ?”
,,ევრო იმიტომ გამოიგონეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.”
,, ყველა მწერალი ჩამშვებია.”
,, მონსტრები ყოფილი კეთილი ადამიანები არიან.”
,, მესამე მსოფლიო ომის თავისებურება ის არის, რომ ეს ომი ყველა ქვეყანამ ერთდროულად წააგო.”
,, ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი კრეტინები არიან.”
,,პროფესიონალსა და ახალბედას შორის ის განსხვავებაა, რომ პროფესიონალი მეტს იღებს და ცოტას მუშაობს.”
,,ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”
,, ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს, რომ დაიკიდო.”
,,იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? – ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს,რომ ,,ნაიკები” იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ,,ნაიკებს”, რომ ნარკოტიკი იყიდონ.”
,,სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.”
,,საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ “
,,იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.”
,, მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი. “
,,ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.
ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით….. “
,,მორალი – შეიძლება ძალზედ მოსაწყენი რამეა, მაგრამ ეს ერთადერთია რითიც კარგის ცუდისგან გარჩევა შეგიძლია.”
,,რატომ გვჭირდება ყველას სილამაზე? იმიტომ რომ სამყარო ძალიან მახინჯია, ჩვენ გვინდა გავხდეთ ლამაზები და სამყაროც ლამაზი გავხადოთ. “
,,საუკეთესო დღესასწაული – ის, რომელიც ჩვენში ხდება”
,,ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.”
,,როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით : ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.”
,,ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.”
,,შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.”
,, ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.”
,,მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხლის მშინებია .”
,,სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა”იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.”
,,რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.”
,, – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.”
,,– თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორიც ფრანკენშტაინის საცოლე.”
,,როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა,
რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ”მინდა თუ არა ეს ბავშვი?”, არამედ
”ვრჩები თუ არა ამ ქალთან?”
,, შენ გგონია, რომ ნამზეური ახალგაზრდულ იერს განიჭებს, არადა პირიქითაა:
დაჩამიჩებული ბებრები სწორედ მუდმივი რუჯით იცნობიან. ჩვენს დროში მხოლოდ
მოხუცებს სცალიათ იმისათვის , რომ სხივებს მიეფიცხონ. ახალგაზრდები ფერმკრთალნი
და ნაღვლიანები არიან, მაშინ როდესაც ხანდაზმულები ნამზეურით მარიაჟობენ და მუდმივად ღიმილი აფენიათ სახეზე (რატომაც არა, პენსიას ხომ ჩვენი ნაშრომიდან უხდიან).
,,თუ გსურთ დასალევად დამპატიჟოთ, დააჭირეთ ღილაკს 1, თუ გსურთ სადილზე
მიმიწვიოთ, დააჭირეთ ღილაკს 2, ხოლო თუ ჩემი ცოლად მოყვანა განგიზრახავთ, საერთოდ დაკიდეთ ყურმილი.”
,,როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ გოგონა 18 წლისაა? სულ ადვილად: 18 წლის
გოგოს არა აქვს ნაოჭები, არც თვალებს ქვემოთ ე.წ. ჯიბეები, ლოყები ბავშვივით სავსე
და სრიალაა, ფლეიერში უილ სმიტს უსმენს და ”ცხოვრებისეულ საკითხებზე ფიქრობს”.
,,თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ.
პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილიც კი იყოს. იგი, უბრალოდ ვერ იტანს მოწყენას”.
რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი”.
,,სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.”
,,თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.”
,,რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება,
რომლებიც ჩემთან არ არიან? ”
,,– მირჩევნია, ვიყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი ახვარი, გაიგე?
თა–ვი–სუ–ფა–ლი! და არა ვიღაც საცოდავი, მაგრამ პატიოსანი და კეთილშობილი მონა!”
”ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე,
რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი
თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ ,
როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.”
” თქვენ ეპოქის პროდუქტი ხართ. … ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანები არ აინტერესებს, იძულებული გახდით , პროდუქტები გამხდარიყავით , რომ საზოგადოება თქვენით დაინტერესებულიყო”.
”მე ის აღარ მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის მეყვარება. თუმცა არც ისე ძალიან
არ მიყვარდა… მაშინ როდესაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ისე არ მიყვარდა,
როგორც უნდა მყვარებოდა…”
”ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ”მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად” წერტილი. ამის მერე რა მოხდა, ამას უკვე აღარავინ გვეუბნება. რა მოხდა და აღმოჩნდება , რომ მომხიბლავი პრინცი, სულაც არ არის ამ ბავშვების მამა, ისეც დარდიან გულზე სმას იწყებს და გალოთდება , მერე ცოლს მიატოვებს და უფრო ახალგაზრდა ქალს გაეკიდება. პრინცესა კი თურმე 15 წელია ფსიქოანალიტიკოსთან დარბის . შვილები კაიფობენ, უფროსი ვაჟი თავს იკლავს , უმცროსი კი ტროკადეროს ბაღებში პროსტიტუციას ეწევა.”
მაგარია ჩვენი ფრედერიკი, ყოჩაღ თეო, კარგი პოსტია, ძალიან მომეწონა!
თეო კი არა ეთო 😀 ბოდიში 😀