,,ტრიუმფალური თაღი“

  • ,,ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.”
  • ,,წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.”
  • – რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.”
    – ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.”
    – როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?”
    – სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.”
  • ,,რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.”
  • “ისე უბედური ვიყავი მთლიანად, სავსებით, რომ ჩემი დარდი ერთი კვირის შემდეგ დაიშრიტა, უბედური იყო ჩემი თმა, ტანი, ჩემი საწოლი, ჩემი კაბებიც კი, იმდენად აღსავსე ვიყავი მწუხარებით, რომ ჩემთვის მთელმა ქვეყნიერებამ შეწყვიტა არსებობა, ხოლო როცა უკვე აღარაფერი არსებობს, უბედურებას აღარეფერი რჩება რომ შეადარო, რჩება მარტო უბედურება, შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და ისევ გამოცოცხლდები.”
  • ,,რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.”
  • ,,მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.”
  • ,,სიკვდილი – აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც ცოტახნით.”
  • „იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ. ”
  • „სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.“
  • „გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?“
  •  „რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.“
  • „ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.“
  • „მარადიული, იაფფასიანი სასოწარლვეთილება, ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.“
  • „სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.“
  • „ყველაზე მძიმე დროსაც უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე.“

  • „დედამიწაზე ყველაფრისათვის არის ადგილი, მხოლოდ ადამიანებს ადგილი ვერ მოიძებნა.“
  • „რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის. – შემწყნარებლობა – ეჭვის ქალიშვილია. მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ.“
  • „უფრო იოლია მამაკაცთან ღამე გაათიო, ვიდრე სახელი დაუძახო.“
  • „იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავს სიკეთის ცეცხლი.“
  • „სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.“
  • „მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვევით. ის, რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია.“
  • „ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები.“
  • „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.“

  • „მორჩა… მორჩა ყველაფერი, რასაც ჯერ არ მოუპოვებია სუნთქვა, აღტაცება, ჩივილი, ზრდა, ჩამოყალიბება. არაფერი არ დარჩენილა… მხოლოდ მკვდარი, სისხლისგან დაცლილი ხორცის ნაჭერი და ცოტა შედედებული სისხლი.“
  • „ისევ შეაფერადებს ცხოვრების რუხ კეთრს ეს რამდენიმე საათი, ბედის ნაწყალობევი, და მერე მტრედებივით გაფრინდება.“
  • ,, მეტისმეტად ხმამაღალი? რა უნდა მოსჩვენებოდა ახლა მეტისმეტად ხმამაღლა? მხოლოდ დუმილი, რომელშიც ქუცმაცდები, როგორც უჰაერო სივრცეში.”
  • ,,მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.”
  •  ,,რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?”
  • ,, სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.”
  • ,, ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.”
  • ,, ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო, სამაგიეროდ შემდეგ სიმშვიდით დატკბები.”
  • ,, დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…”
  • ,, შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი – არა. ”
  • ,, უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.”
  • ,, ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან სადაც კი შესაძლებელია.”
  • ,,ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.”
  • ,, ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.”
  • ,,მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.”
  • ,, ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.”
  • ,,ექიმ რავიკს თავისი თეორია აქვს. ამას შემთხვევის სისტემატიკას ეძახის. მისი თეორიით, ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.”
  • ,,არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.”
  • ,, – შენ ყოჩაღი ხარ ჟანო!
    – ყოჩაღი იქნები ღარიბი თუ ხარ აბა რა იქნები!”

    images (4)

  • ,,ეს აუტანელი იყო. არ უნდა დამერეკაო, ინანა. განა შეიძლება ადამიანს რაიმე დაუმტკიცო, როცა თვალებში არ უყურებ ?”
  • ,,ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”
  • ,, თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.”
  • ” განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.”
  • ” წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.”
  • ”განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?”
  • ” ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.”
  • ”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”
  • ” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”
  • ”–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
    –არა, როცა აღარ უყვარს.”
  • ”თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.”
  • ”მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს!”
  • ”ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.”
  • ”გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ ”მანამდე” და ”შემდეგ.”
  • ”ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.”
  • ”გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად
    საომარ განწყობილებაზე გახლავან. ”
  • ”ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.”
  • ”რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.”

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s