ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი” იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება ,რომელიც ღირსია შედევრი ვუწოდოთ.
,,მარტინ იდენიმა” კითხვა შემაყვარა.მას შემდეგ ,რაც მისი კითხვა დავამთავრე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ წიგნის გმირზე და მსურდა მეც მასავით მიზანდასახული,შრომისმოყვარე და იმაზე უკეთესი გავმხდარიყავი ,ვიდრე ვიყავი. როდესაც ვხვდებოდი ,რომ რაღაც არ გამომდიოდა ,მაშინვე მარტინი მახსენდებოდა ,რომელმაც შეძლო ყველა სურვილი რეალობად ექცია.
მარტინ იდენი ღარიბი ,გაუნათლებელი ახალგაზრდა იყო,რომელმაც არ იცოდა ელემენტარული ქცევის წესებიც კი. თუმცა მარტინი ძალიან ნიჭიერი იყო,მაგრამ თავისი ნიჭის რეალიზებას ვერ ახერხებდა. უცბად ისეთი ხალხის გარემოცვაში აღმოჩნდა,რომლებიც მისგან ძალიან განსხვავდებოდნენ.ისინი არისტოკრატები იყვნენ,შესაბამისად კარგი განათლებაც ჰქონდათ მიღებული. მარტინს მათი ყველაფერი მოსწონდა,განსაკუთრებით კი გოგონამ მოხიბლა,რომელსაც რუთი ერქვა.სულ მალე შეუყვარდა და დაიწყო ბრძოლა,რათა რუთის ღირსი გამხდარიყო. წერდა მოთხრობებს და ცდილობდა ისინი გაზეთებში გამოქვეყნებულიყო,მაგრამ გაზეთები მის მოთხრობებს ყოველთვის იწუნებდნენ. ხშირად საჭმლის ფულით წიგნებს ყიდულობდა და მშიერი დადიოდა,რათა უფრო მეტი ესწავლა და წარმატებისთვის მიეღწია.თავდაუზოგავი შრომის ფასად მან ეს ყველაფერი შეძლო. იქცა იმ მწერლად ,რომლის მოთხრობებშიც გაზეთები ძალიან ბევრ ფულს იხდიდნენ. მაგრამ იყო კი რუთი კვლავ მისი საოცნებო ქალი?! არა! არა იმიტომ რომ მარტინი წარმატებამ შეცვალა ,არამედ იმიტომ რომ რუთი მხოლოდ მაშინ ამაყობდა მარტინით ,როცა ის ,,მათიანი ” გახდა. მარტინი ვეღარ ახერხებდა ხალხთან საერთო ენის გამონახვას. ერთდროს მისი საყვარელი ადამიანები მისთვის სრულიად უცხოები აღმოჩნდნენ. მან ვერ შეძლო დედამიწაზე თავისი ადგილი ეპოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ,მაგრამ ეს ბედნიერი დასასრული იყო.
ამბობენ რომ ,,მარტინ იდენი,, ჯეკ ლონდონის ავტობიოგრაფიული წიგნია,მანაც სიცოცხლე მარტინის მსგავსად დაასრულა.
,,ისე გადაიშლებოდა მისი გული მუსიკის მოსმენით, როგორც ყვავილი გადაუშლის გულს მზის სხვივებს.”
”თითქოს აიტაცებდა მას ეს მუსიკა, გააქანებდა და სულთა ბურუსით მოცულ სამეფოში დააქროლებდა, სადაც ბოროტისა და კეთილის მარადიული ჭიდილია.”
”რასაც ცალკეულ ფრაზებსა და სტრიქონებში ჩააქსოვდა, ტკბილი ჰანგივით აჟღერდებოდა, ბუნდოვანი ზმანების მომხიბრალობით გაისრილაებდა. მეტისმეტად მძიმე გამოდგა. სურვილით იტანჯებოდა , რათა ლამაზად გამოეხატა სათქმელი, მაგრამ შეუკოწიწებელი პროზაულუ ფრზები გამოდიოდა. ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე თავისი ლექსების ნაწყვეტებს. ზომას კარგად დაეუფლა, რითმსა და რიტმასაც გვარიანად გაართვა თავი, მაგრამ გრძნობდა, რომ ცეცხლი და აღმაფრენა აკლდა. ასავალ-დასავალს, სასოწარლვეთილი, იმედგაცრუებული და დამარცხებული მოთხრობას მიუბრუნდბეოდა. პროზა აშკარად უფრო ადვილი იყო. ”
”ცაში წმინადანები რაღა თქმა უნდა უმანკო და უბიწო იქნებიან, მაგრამ ჭუჭყში მოქცეული წმინადანები- აი, ეს არის საკვირველება! და სწორედ ამისათვის ღირს ქვეყნად ცხოვრება, რათა დაინახო, როგორ ამოდის ზნეობრივი სიდიადე უსამართლობის წუმპიდან; შენ თვითონ გაიზარდო და შეხედო სილამაზის პირველ, მკრთალსა და პირუტყვული სიტლანქის უფსკრულისაგან როგორ აღმოცენდება ძალა ჭეშმარიტება, ამაღლებული სულიერი სიფაქიზე.”
” როცა შენი სიყავრულის მჯერა, იმათი მტრობა აღარ მაშინებს. ყველაფერო მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე. ”
” სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი მიღებულ უნდა იქნას, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო. შეყვარებული მას წარმოედგინა ყველაზე უფრო კურთხეულ ქმნილებად ყველა ქმნილებათა შორის, სიამოვნებასა ჰგვრიდა ამ გამოთქმის გახსენება :” და ხელქმნილი მიჯნური, რომელიც ყოველგვარ მიწიერზე მაღლა აჭრილა, სიმდიდრეს, ცოდნას, ქვეყნის აზრს, ხალხის ხოტბას ზემოდან გადმოჰყურებს. თვით სიცოცხლეზე უფრო ამაღლებულა და კოცნისათვის სწირავს სიცოცხლეს.
“სიყვარული გონებაზე მაღლა დგას!…”
“უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!…”
“მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!…”
“თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული!…”
თავად იწამა საკუთარი თავის, იშიმშილა, ვალებით ცხოვრება ისწავლა და შედეგს მიაღწია. ერთადერთი ნათელი წერტილი რუთია, რომელიც ერთგვარი შუქურა აღმოჩნდა საკუთარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. შიშის განცდა ენატრებოდა, რომ სიცოცხლე ეგრძნო. სხეული ჯანმრთელი ქონდა, ტვინი სტკიოდა.
მიხარია, რაც ბევრს მოეწონება ეს ნაწარმოები , მით უკეთესი : )
“ადამიანი უკანასკნელი ეფემერიდია, გაცოცხლებული მატერია, ტემპერატურის წყალობით შექმნილი, რომელიც თერმომეტრის სკალაზე მიცოცავს და თავის პაწაწინა ადგილს ეძებსო”.